C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეზ მელ მემ მეო მერ მეს მეტ მექ მეწ მეჭ

მერიის ნიადაგები

მდინარისპირა ტერასების ალუვიურ და დელუვიურ ნაფენებზე განვითარებული ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან 20 – 40 სმ სისქის ჰუმუსიანი ფენით, 2 – 7% ჰუმუსის შემცველობით, წვრილმარცვლოვანი ან მარცვლოვანი სტრუქტურით, სხვადასხვა ხირ ხიტიანობით,სუსტი მჟავე ან ნეიტრალური არის რეაქციით, ფუძეებით მაძღრობით, ხელსაყრელი წყლიერ-ჰაეროვანი თვისებებით. გ. ტარასაშვილის მიხედვით, მერიის ნიადაგებიდან აღსანიშნავია: 1.კორდიან-მარცვლოვანი თიხნარი; 2. კორდიან-მარცვლოვან-შრეებრივი სილნარ-თიხნარი; 3. კორდიან სუსტად განვითარებული ქვიშიან-სილნარი; 4. კორდიან-მიწალებიანი მერიის; 5. ჭაობიანი; 6. კორდიანი ეწერი მერიის ნიადაგები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9