სახეშეცვლილი ქანები; წარმოიქმნება ამონთხეული ან დანალექი ქანების მაღალი ტემპერატურისა და დიდი წნევის პირობებში გარდაქმნის შედეგად. მეტამორფული ქანებით ფიქლიანი გნეისები, კრისტალური თიხაფიქალები, მარმარილო და სხვ. ქვანახშირის მეტამორფოზი იძლევა ანტრაციტს, შემდეგ - გრაფიტს. თიხაფიქალი წარმოქმნილია თიხისა და თიხიანი ქანების მაღალი წნევის პირობებში დინამიკური და რეგიონული მეტამორფოზის შედეგად. დანალექი თუ მაგმური ქანების გადასვლას გრანიტში გრანიტიზაცია ჰქვია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.