პროცესი რომლის შედეგად ქანი იცვლის თავის პირვანდელ ფიზიკურ აგებულებას, ქუცმაცდება, ამ დროს წარმოიქმნება ქანისა და მინერალების მსხვილი და წვრილი ნატეხები. პროცესი მიმდინარეობს ტემპერატურის რყევადობის, წყლის გაყინვის, მდინარის წყლის, ქარისა და სხვა ფაქტორების გავლენით. ყველაზე ნათლადაა გამოსახული მაღალმთიან ადგილებსა და უდაბნოებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.