C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მზა მზე მზი მზრ

მზა ბიოლოგიური პრეპარატები

მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ, შინაურ პირობებში დამზადებული მცენარეული პრეპარატების გარდა, შესაძლებელია მზა ბიოპრეპარატების გამოყენებაც. ქარხნული წესით დამზადებული ბიოპრეპარატების უპირატესობა კი დამზადების ტექნოლოგიის ზუსტ დაცვაში მდგომარეობს. შინაურ პირობებში პრეპარატის მომზადებისას შეცდომის დაშვების ალბათობა მეტია და, შესაბამისად, შესაძლოა საჭირო შედეგი ვერ მივიღოთ. ახალი თაობის ბიოპრეპარატები კი სრულიად უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანებისათვის და გამოყენების ინსტრუქციის ზუსტად დაცვის შემთხვევაში გარანტირებულ ეფექტს იძლევა. უცხოეთის ბაზარზე ბიოპრეპარატების დიდი არჩევანია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. თუმცა ბოლო წლებში ჩვენთანაც გამოჩნდა ზოგიერთი ბიოპრეპარატი. მოკლედ გაგაცნობთ მათი მოქმედების სპექტრს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9