C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მზა მზე მზი მზრ

მზესუმზირას ალურა

L. (Homoeosoma nebulelia Denis & Schiffermuller)
ზიანს უმთავრესად ალურას უფროსი ხნოვანების მატლები იწვევენ. ახალგაზრდა მატლები (პირველი ორი ხნოვანების) უკვე განაყოფიერებული ყვავილების გვირგვინითაა და მტვერიანებით იკვებებიან. ამ შემთხვევაში ალურის მიერ დაზიანებას მცენარისათვის უკვე მნიშვნელიბა არა აქვს. სამაგიეროდ უფროსი ხნოვანების მატლები (მესამე ხნოვანებიდან) იჭრებიან მსესუმზირას თესლებში და იკვებებიან მათი გულით. თესლების გარდა, მატლები აზიანებს აგრეთვე კალათის ფოთლებს, ხვრეტენ კალათის ფუძეს და ამავე დროს კალათას აბლაბუდის ქსელში ახვევენ. ალურა წელიწადში, რაიონის მიხედვით, ორ თაობამდე იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9