C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მზა მზე მზი მზრ

მზესუმზირას ხარაბუზა

L. (Agapanthia dahli Richt.)
ხარაბუზას მატლი მზესუმზირას ღეროს გულგულათი იკვებება; წარმოქმნის მატლის გამოჩეკის ადგილიდან ქვემოთ ფესვებისაკენ მიმართულ ხვრელს. გულგულას გარდა, ნაწილობრივ ღეროს კედლებსაც აზიანებს, რის გამოც ხშირად ღერო ტყდება და თუ არ გადატყდა, მაშინ ზრდაში ჩამორცება. ეს მავნებელი ყველგანაა გავრცელებული, სადაც კი მზესუმზირას კულტურის მოყვანას მისდევენ. მაგრამ მის მიერ გამოწვეული ზარალი მნიშვნელოვანის სამხრეთ რაიონებში. ამასთან მისი მავნეობა უფრო დიდია საგვიანო ნათესებისათვის.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9