C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მზა მზე მზი მზრ

მზესუმზირას თეთრი სიდამპლე ანუ მზესუმზირას სკლეროტინიოზი

L. (Sclerotinia libertiana Fucket.)
ამ კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ავადმყოფობაა, ვინაიდან მცენარეზე მის მიერ მიყენებული ზარალი ხშირად 100% - ია. მცენარე ხმება. იშვიათად შეიძლება ცალკე კალათები იყოს დაზიანებული. ყველგან არის გავრცელებული, სადაც კი მზესუმზირა მოჰყავთ. იმის მიხედვით თუ მზესუმზირას განვითარების რომელ ფაზაში ან მის რომელ ორგანოს აავადებს, დაავადების სამი შემთხვევაა აღსანიშნავი: ახალგაზრდა მცენარეების, მოზრდილი მცენარეების და კალათების დაავადება. ახალგაზრდა მცენარე იმ დროს ავადდება, როდესაც დაახლოებით 5-6 ფოთოლი აქვს. მცენარეს ფესვის ყელთან უვითარდება თეთრი მიცელიუმი, რომელიც ღეროს ზედაპირით მაღლა ვრცელდება. მიცელიუმით დაფარული ღეროს ნაქილი ნესტიანდება, ლორწოანდება, რაც სოკო მოწმედების მაჩვენებელია. დაავადებული მცენარე სწრაფად ჭკნება (მწვანდება) და საბოლოოდ კვდება. ის ნაწილი, რომელიც მიცელიუმით არის დაფარული, მურა ფერს იღებს. მოზრდილი მცენარის დაავადება ასეთივე სახით მიდინარეობს. მიცელიუმი ღეროს სიმაღლეზე ასდევს, ხანდახან 0,75 მ-მდე და მცენარე ჭკნება. თუ ინფექცია ღეროს შუა ნაწილს მოხვდა, მაშინ ღერო დალპობის გამო წვრილდება, ზედა ნაწილის სიმძიმეს ვერ უძლებს და ბოლოს გადაიმტვრევა. კალათების დაავადება ზურგის მხრიდან იწყება. დაავადების ადგილი ნესტიანდება, მურა ფერს იღებს, შემდეგ თეთრი მიცელიუმი ჩნდება, სიდამპლე მთელ კალათს ედება, თესლის მხარეზედაც გადადის და იქაც მთლიანად მიცელიუმით იფარება. თუ კალათა მწიფე თესლს შეიცავს, თესლი ცვივა. საბოლოოდ სოკო იმდენად ძლიერ აზიანებს კალათებს, რომ ცარიელი ბოჭკოები რჩება, რომლებიც ქეჩასავითაა არეული. დაავადების ადგილზე, სადაც სოკოს მიცელიუმია განვითარებული, შავი სხვადასხვა და ფორმის სკლეროცია იქმნება, როგორც ორგანოს ზედა მხარეზე, ისე ღეროს შიგნითაც. ღეროს შიგნითა ნაწილების დაავადებისას ღეროს გული მთლიანად ლპება, ღეროს შიგნით ღრუ ჩნდება და სკლეროციები ვითარდება. დაზიანებული ღერო რომ სიგრძეზე გაიჭრას, გულში უამრავი სკლეროციაა. თითოეულ დაზიანებულ მცენარეზე, მის ხნოვანებასთან დაკავშირებით, სკლეროციების სხვადასხვა რიცხვი ვითარდება - 50 დან 160 - მდე (ლობიკი). აღნიშნული სოკოთი დაავადების წყაროები სხვადასხვაა. მთავარია ნიადაგში ჩარჩენილი სკლეროციები. დაავადებული მცენარის ფესვები რომ გაისინჯოს (ფესვის ყელის დაავადების შემთხვევაში), ნიადაგი და ფესვი მთლიანად სოკო ჰიფებითაა დაფარული, რაზედაც წვრილი სკლეროციებია განვითარებული. ნიადაგში სკლეროციები შესაძლებელია კალათების დაავადების დროს მოხვდეს. დარჩენილ ღეროებში შეილება იყოს ან სათესლე მასალასთან ერთად. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ სოკო პოლიფაგია და შესაძლებელია სხვა მცენარეებზეც გვხვდებოდეს, დაავადების წყარო ბუნებაში მუდამ იქნება. ავადმყოფობის საწყისის გარდა, სინოტივეც აუცილებელია, რითაც აიხსნება ის გარემოება, რომ წვიმის დროს ავადმყოფობა ძლიერაა გავრცელებული. მზესუმზირას სკლეროტინიოზს შემდეგი თვისებები აქვს: თავისი ცხოველმყოფილობის დროს გამოყოფს მჟაუნმჟავას და პექტოლიტურ ფერმენტებს. პირველი მცენარეული უჯრედების ნეკროზს იწვევს - გროვდება მჟავიანობა (დაახლოებით - 4) - და პექტოლიტური ფერმენტები მცენარის პექტინოვან ნივთიერებებს შლის. მზესუმზირას სკლეროტინიოზისადმი გამძლეობა ხნოვანობაზეა დამოკიდებული, ახალგაზრდა მცენარეები უფრო ადვილად ავადდებიან, ვიდრე მოზრდილები. მავნეობა მნიშვნელოვანია. ზეთის გამოსავალი საღი 100 მარცვლიდან 65,5 გ - ია, 1000 დაავადებული მარცვლის წონა 43,7 გ - ია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9