L. (Puccinia helianthil schw.) სოკოვანი ავადმყოფობაა. ის ყველგან გვხვდება და მოსავალს ხშირად საკმაოდ ზარალს აყენებს. სოკოს პოლომორფიზმი ახასიათებს და ერთბინიანია. ასე რომ, ყველა სტადია ერთსა და იმავე მცენარეზე ვითარდება. გაზაფხულის ანუ ეციდიალური სტადია აღმონაცენებზე ზედა ფოთლებზე ვითარდება. ჩნდება ეციდიუმების ჯგუფი ყვითელი ბორცვებით. ისინი ჯამნაირი წარმონაქმნია და შეიცავს მრავალ ეციდიოსპორას, რომელიც მზესუმზირას დაავადებას იწვევს. ხანდახან ფოთოლი იმდენად ძლიერადაა დაავადებული, რომ ქვედა მხარე მთლად გაშავებულია, ასეთი სურათი ხშირია დასავლეთ საქართველოში. ჟანგა ნიადაგში ხვდება და დაზამთრების შემდეგ ავითარებს ფრაგმობაზიდიუმს. ბაზიდიოსპორები იწვევენ მცენარის აღმოცენების დაავადებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.