C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მზა მზე მზი მზრ

მზესუმზირას ჭრაქი

L. (Plasmopara helianthi Novot>)
ამ დაავადების პირველადი ნიშნები მცენარის აღმონაცენებზე 3-5 ფოთლის ფაზაში ჩნდება. ფოთლის ფირფიტაზე უმთავრესად ძარღვების გასწვრივ და ხან მთლიანადაც მოყვითალო სხვადასხვა ზომის ლაქა ვითარდება, რომლის ქვედა მხარე ნესტიან პირობებში ფაშარი თეთრი ფიფქით იფარება. ხშირად ლაქას პატარა ფოთლების მთელი ფირფიტა უკავია, ფოთოლი იხრუკება და ხმება. ისეთი შემთხვევებიცაა, როდესაც სოკოს ნაყოფიანობის ფიფქი ფესვებზედაცაა გადასული. ასეთი მცენარეები მალე იღუპებიან. მოზრდილი მცენარეების დაავადება ხშირად დიფუზიურია. ავადმყოფობა მცენარეზე მთლიანად მოდებულია, რის გამოც ზრდაში ჩამორჩება, ფოთლები ნაწილობრივ დეფორმირებულია, თითქოს ტუგორი დაკარგულია. აქ ღერო გაწვრილებულია, ჭრაქი მოზრდილი მცენარეების ფოთლებზე დამოუკიდებელ ლაქებსაც მრავლად ავითარებს, ლაქები მომრგვალოა და ხშირად რამდენიმე სმ. სიგანეს აღწევს. ასეთი ლაქები ხშირად ერთდება და ფოთლის ფირფიტასიკავებს. როგორც წესი, ფირფიტის ქვედა მხარე ნაყოფიანობის მონაცრისფერო ფიფქითაა დაფარული. ფოთოლი მალე ხმება. აღსანიშნავია მზესუმზირას კალათებზე ჭრაქის მოქმედება: თუ კალათა უშუალოდ არაა დაავადებული, არამედ საერთო დაავადების გავლენას განიცდის, კალათები განუვითარებული რჩება, მომცრონი არიან, ყვავილი არ იშლება, ან თუ აყვავდა, თესლის უდიდესი ნაწილი - 70% მაინც - არ ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9