C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მთა მთი

მთა

მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია: მ წ ვ ე რ ვ ა ლ ი - უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძ ი რ ი - ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კ ა ლ თ ე ბ ი - მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით. ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისა კლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს - მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9