C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ალბ ალგ ალე ალი ალკ ალმ ალო ალპ ალუ

ალუბლის ბუგრი

L. Myzus cerasi Fabr.
ყველგან გვხვდება სადაც კი ბალი და ალუბალი იზრდება. ის აზიანებს ყლორტის წვეროს ფოთლებს, ნაყოფსა და ფოთლის ყუნწებს. ფოთლის ძარღვების დაზიანებისას ფოთლები ძლიერ ხუჭუჭდება, ყვითლდება დანაადრევად ცვივა. ბუგრები განსაკუთრებით საშიშია სანერგეში, სადაც დაზიანების შედეგად ყლორტები დეფორმირდება, ვეღარ მწიფდებადა ყინვებისაგან იღუპება. ალუბლის ბუგრი წელიწადში 8 – 10 თაობას იძლევა.ის კვირტებს შორის ზამთრობს განაყოფიერებული კვერცხის სახით. მატლების გამოჩეკა ემთხვევა კვირტების დაბერვას. ისინი ჯერ კვირტებზე სახლდებიან, შემდეგ - ყვავილის ჯამზე, სადაც იკვებებიან. მასობრივი ყვავილობისას მატლები ამთავრებენ ზრდას,რის შედეგად მდედრი ფოთლის ქვედა მხარეზე შობს მატლებს. ბუგრი პართენოგეზურად მრავლდება. ზაფხულის დასაწყისში ბუგრების კოლონიებში წარმოიშობა ფრთიანი ფორმები, რომლებიც გაფრინდებიან შუალედ მცენარეებზე, სადაც განაგრძობენ გამრავლებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9