C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მთა მთი

მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები

მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია არადიფერენცირებული პროფილი, კარგად გამოხატული მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მცირე ან საშუალო სისქე. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები ხასიათდება სუსტად მჟავე რეაქციით, ჰუმუსის მაღალი შემცველობით და ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, შთანთქმის მაღალი ტევადობით, ფუძეებით, სიყრმეში ან პროფილის შუა ნაწილში ლექის ფრაქციისა და ფიზიკური თიხის მომატებული შემცველობით, თიხამინერალებში ჰიდროქარსების სიჭარბით. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიდაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსსიალიტიზაცია, ჰუმუსწარმოქმნა, გაკორდება და გასტრუქტურება. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგებისსაეღთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,6% (109 600 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია სამხრეთ საქართველოში სუბალპურ და ალპურ ზონებში, ზღვის დონიდან 1800 (2000) მ ზემოთ. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგების რელიეფი წარმოადგენს ვულკანურ პლატოს, რომლის ცენტრალური ნაწილი უკავია ვულკანური კონუსების ორ (კეჩუთისა და აბულსამსარის ქედებს) მერედიანულ სისტემას. დედაქანები ძირითადად წარმოდგენილია ანდეზიტ-ბაზალტებით და ბაზალტებით. კლიმატი ცივია, ხანმოკლე გრილი ზაფხულითა და ხამგრძლივი მკაცრი ზამთრით. ყველაზე ცივი თვის (იანვრის) ტემპერატურა - 7, 8 ⁰ C, ყველაზე თბილი თვის (აგვისტოს) 13,6 ⁰ C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 3,2 ⁰ C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 4 თვე. ნალექების წლიური რაოდენობა არის 605 მმ, მისი მაქსიმალური რაოდენობა აპრილ-ივნისშია. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტანიანობა შეადგენს 78%, დატენიანების კოეფიციენტი უდრის 1 – 3. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები ფორმირდება ალპური და სუბალპური გასტეპებული მდელოებისა და გამდელოებებული სტეპების ქვეშ. მდელოს მცენარეულობაში ჭარბობს წივანა, ისლი, ჭრელი შვრიელა, სამყურა. საკმაოდ გვრცელებულია ძიგვიანებიც. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგებს აქვს პროფილის შემდეგი შენება: A – B – BC. A - შავი ან მუქი-რუხი (ყავისფერი იერით) ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 30 – 45 სმ, მარცვლოვანი ან კოშტოვან-მარცვლოვანი, თიხიანი ან თიხნარი, ზედაპირიდან გაკორდებული სხვადასხვა ხარისხით, ბევრია ფესვები, მომკვრივო, წვრილფოთლოვანი, ხრეშიანი, გადასვლა თანდათანობითი. B - მუქი-რუხი (ყავიფერი იერით) გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 25 – 35 სმ, კოშტოვან-მარცვლოვანი, თიხიანი ან თიხნარი, გვხვდება ფესვები, ხშირად ხრეშიანი, გადასვლა მკვეთრი. BC - გარდამავალი ჰორიზონტი ნიადაწარმომქმნელი ქანის ნიშნების სიჭარბით. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები განსხვავდება მთა-მდელოს ნიდაგებისაგან უფრო მუქი შეფერილობით, შედარებით მტკიცე სტრუქტურით, ნაკლებად მჟავე რეაქციით, შთანთქმის მაღალი ტევადობით, ჰუმუსის უფრო მაღალი შემცველობით და ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით. მთა მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები შავმიწებისაგან განსხვავდება ნაკლებად გამოხატული დიფერენციაციით, კარბონატობის უქონლობით, შედარებით მაღალი ფორიანობით. მთა მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები აერთიანებენ სამ ქვეტიპს: ტიპურს, გამოტუტულსა და კარბონატულს.

ტ ი პ უ რ ი მ თ ა-მ დ ე ლ ო ს შ ა ვ მ ი წ ი ს ე ბ რ ი ნიადაგები მორფოლოგიური შენებით შეესაბამება ტიპისათვის დამახასიათებელ აღწერას. მათთვის დამახასიათებელია სუსტად მჟავე ან ნეიტრალური რეაქცია, შთანთქმის ტევადობის საშუალო მაჩვენებელი და ფუძეებით მაძღრობის საშუალო ხარისხი.

გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ ი მ თ ა-მ დ ე ლ ო ს შ ა ვ მ ი წ ი ს ე ბ რ ი ნიადაგები ტიპურისაგან განსხვავდება ნაკლებად მტკიცე სტრუქტურით, მომატებული სიმძლავრით, სუსტად მჟავე რეაქციით, შთანთქმის დაბალი ტევადობით, ხრეში არ შხუის (10% მარილმჟავას ზემოქმედებით). კ

ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი მ თ ა-მ დ ე ლ ო ს შ ა ვ მ ი წ ი ს ე ბ რ ი ნიადაგები ხასიათდებიან მთელ პროფილში კარბონატების არსებობით, სუსტად ტუტე რეაქციით, შთანთქმის მაღალი ტევადობით. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგების ქვეტიპში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, მკვრივ-კორდიანი, ფაშარ - კორდიანი.

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - წარმოიქმნება ფუძე ეფუზიურ ქანებზე. მორფოლოგიური შენება, შედგენილობა და თვისებები შეესაბამება იმ ქვეტიპებს, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა ეს ნიადაგები.

მ კ ვ რ ი ვ-კ ო რ დ ი ა ნ ი - ხასიათდებიან მკვრივი, დაურღვეველი კორდით.

ფ ა შ ა რ - კ ო რ დ ი ა ნ ი - გაიშვიათებული, გამეჩხერებული კორდით. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები ჰუმუსოვსანი ჰორიზონტის სიმძლავრის მიხედვით იყოფა სახეობებად: მცირე სიმძლავრის - 40 სმ. მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები მიეკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ფაიოზიომების ჯგუფს. პროფილში გამოვლინდა დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები მოლიკი და ეუღრიკი. ვულკანურ ქანებზე გავრცელებულია მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები გაერთიანებულია ანდოსოლების ჯგუფში, პროფილში გამოვლენილი ანდიკ და ვიტრიკ დიაგნოსტიკური კრიტერიუმის გამო.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9