C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მთა მთი

მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები

ალპურ სარტყელში ფართოდაა გავრცელებული. ნიადაგის საერთო სიზრქე 50 სმ უახლოვდება. ხასიათდება 0 – 30 სმ-ის სიღრმეზე მდელოს ბალახმცენარეების ფესვთა სისტემით და ამის გამო, ძლიერი კორდით; პროფილს ემჩნევა სუსტად გამოტუტული დიფერენციაცია A/g, A/B და B/D ჰორიზონტებზე; ნიადაგი მთელ სიღრმეზე თიხნარი მექანიკური შედგენილობისაა. B/D ჰორიზონტი ხასიათდება ხირხატიანობით - ფიქალის ნამსხვრევებით. ფესვთა სისტემის გავრცელების ფენა მარცვლოვანი სტრუქტურისაა. ჰუმუსის რაოდენობა ზედა ფენაში 20 % - ს აღემატება. ჰუმუსი უხეშია, თვისობრივად ფულვატური. აზოტის რაოდენობა ნიადაგში - 0,6 – 0,9 მ%, ფოსფორის - 0,20 – 0,22, ხოლო კალიუმის 1,7 – 1,9 % ფარგლებშია, რეაქცია სუსტი მჟავეა - pH (H₂O) – 6 – 6,2. ნიადაგი დაბალი მოცულობით (0,6 გ/სმ³ ) და კუთრი (2,2) წონისაა, საერთო ფორიანობა მაღალია - 75 %.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9