მთა-მდელოს ნიადაგები, რომლებსაც აქვთ პრიმიტიული პროფილი (A)C, გამოირჩევიან უკიდურესად მცირე სისქით და მაღალი ხირხიატიანობით. A ჰორიზონტი წარმოდგენილია ქანის ნატეხებით და მცირე რაოდენობით ძლიერ ჰუმუსიანი წვრილმიწით; გვხვდება ძირითადად მაღალმთიანეთში კლდოვან ზოლში მთა-მდელოთა ზონის ზედა ნაწილში, სადაც მცენარეული საფარი სუსტადაა განვითარებული და ძლიერი დენუდაციის გამო ნიადაგი ხასიათდება სუსტად განვითარებული პროფილით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.