![]() |
![]() | |
Aჿ - მკვდარი საფარი სისქით 1 – 3 სმ, სუსტად გახრწნილი ფოთლები
A - მოშავო - ყომრალი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 10-20 სმ, თიხნარი, წვრილმარცვლოვანი, ხშირად ხრეშის ჩანართებით, ბევრია ფესვები, გადასვლა თანდათანობითი.
AB - მუქი ყომრალი გარდამავალი ჰორიზონტის სიმძლავრით 15 – 25 სმ, ფესვები ნაკლებად, თიხნარი, კოშტოვან-კაკლოვანი, გვხვდება ხრეში, გადასვლა თანდათანობითი.
B - ყომრალ-ჟანგიანი ილუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 20 – 30 სმ, ფესვები ერთეულად, თიხნარი, კოშტოვანი, მომკვრივო, გვხვდება ქანის ნამტვრევები, გადასვლა თანდათანობითი.
BC - გარდამავალი ჰორიზონტი, რომელშიც ჭარბობს ნიადაგწარმომქმნელი ქანების თვისებები.
CD - ღია ყომრალი ქანების გამოტუტული ელუვიონი, ელუვიონ-დელუვიონი და დელუვიონი სიმძლავრით 20 – 40 სმ, თიხნარი, უსტრუქტურო, ქანის ნამტვრევები დიდი რაოდენობით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები მთა-მდელოს ნიადაგებისაგან (რომლებიც ფორმირდებიან სუბალპური სარტყელის ზედა ნაწილში) განსხვავდებიან ღია შეფერილობით, უარესი და ნაკლებად მტკიცე გასტრუქტურებით, ნაკლები ხირხატონობით, მეტი სისქით, ნაკლები ჰუმუსირებით, მეტი არამაძღრობით, რკინის მოძრავი ფორმების ნაკლები შემცველობით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები ყომრალი ნიადაგებისგან (რომლებიც ფორმირდებიან უფრო თბილ პირობებში) განსხვავდებიან უფრო მუქი შეფერილობით, ნაკლებად მტკიცე სტრუქტურით, მეტი სიფხვიერით, ხირხატიანობით, ნაკლები სიმძლავრით, ჰუმუსის მეტი შემცველობით და უფრო ღრმა ჰუმუსირებით, მეტი არამაძღრობით, უფრო მჟავე რეაქციით, ნაკლები გათიხებით და რკინის მოძრავი ფორმების მეტი შემცველობით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები აერთიანებს ნიადაგების სამ ტიპს: მთა-ტყე-მდელოს ტიპური, მთა-ტყე-მდელოს ტორფიანი და მთა-ტყე-მდელოს მუქი.
ტ ი პ უ რ ი მ თ ა-ტ ყ ე-მ დ ე ლ ო ს ნიადაგები ფორმირდებიან არყნარ და წიფლნარ ტანბრეცილებსა და ნეკერჩხლნარი მეჩხერების ქვეშ.
ტ ო რ ფ ი ა ნ ი მ თ ა-ტ ყ ე-მ დ ე ლ ო ნიადაგები ფორმირდებიან ბუჩქნარების ქვეშ და ხასიათდებიან კარგად გამოხატული გატორფებული ჰორიზონტის არსებობით, გადიდებული ხირხიტიანობით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, პროფილის ზე და ნაწილში არასილიკსატური რკინის დაგროვებით, ჰუმუსის ფულვატური ტიპით, მჟავე რეაქციით, მაღალი ჰუმუსიანობით და ღრმა ჰუმუსირებით, ფუძეების არამაძღრობით.
მ უ ქ ი მ თ ა-ტ ყ ე-მ დ ე ლ ო ს ნიადაგები ფორმირდებიან აღმოსავლეთ საქართველოში ფიჭვნარი და მუხნარი მეჩხერების ქვეშ, მშრალ სამხრეთ ფერდობებზე. ეს ნიადაგები მუქია, კარგად გასტრუქტურებული, ხასიათდებიან მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებში გამოყოფენ შემდეგ ქვეტიპებს: ჩვეულებრივი, მაძღარი, გაეწერებული.
ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ნიადაგები ცალკეული ტიპების ძირითადი თვისებებით და ნიშნებით.
მ ა ძ ღ ა რ ი - განვითარებული ფუძე ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე. არასრულგანვითარებული - პროფილის საერთო სიმძლავრე მცირეა და ამოვარდნილია ერთ-ერთი გენეზისური ჰორიზონტი.
გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი - ხასიათდებიან გაეწერებული A₂ ჰორიზონტის არსებობით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგების ქვეტიპებში, ჰუმუსოვანი ჰორიზონტის ხასიათის მიხედვით, გამოყოფენ გვარებს: ფაშარ-კორდიანი, ნეშომპალა-ტორფიანი, ტორფიანი. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები იყოფა სახეობებად ჰუმუსოვანი პროფილის სისქის მიხედვით: მცირე სიმძლავრის - A+B>80 სმ. ტორფიანი მთა-ტყე-მდელოს ნიადაგების სახეობებს გამოყოფენ გატორფებული ჰორიზონტის სიმძლავრის მიხედვით. მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები მიეკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის უმბრისოლების ჯგუფს. ნიადაგების პროფილში დიაგნოსტიკური კვალიფიკატორი ფერიკი.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |