დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით. ოკეანეებისა და ზღვების დონეთა ცვალებადობის გამო სიმაღლე აითვლება ოკეანის ან ზღვის დონებრივი ზედაპირის ფიქსირებული სიმაღლის ნიშნიდან. მსოფლიოს ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 8848 მ-ია (ევერესტი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.