მინერალური მასები, მინერალების ბუნებრივი შეთანაწყობა, რომელიც ერთიანობაში აგებენ დედამიწის ქერქს (ქანებს სწავლობს, პეტროგრაფია, ქანების შემადგებლობაში შემავალ ცალკეულ მინერალებს მინერალოგია), წარმოშობის მიხედვით მთის ქანები არის ამონთხეული (მაგმური), დანალექი და მეტამორფული. ამონთხეული მთის ქანების სილიკატური შედგენილობის გავარვარებული მაგმის გაცივების შედეგია (გრანიტი, ბაზალტი, ანდეზიტი); დანალექი ქანები წარმოიქმნება ამონთხეული და სხვა ქანების დაშლის პროდუქტების გადატანისა და დალექვის შედეგად (მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების დალექვა, ქიმიური დალექვა), მეტამორფული ქანები - მაღალი ტემპერატურის და წნევის პირობებში დანალექი და ამონთხეული ქანების სახეშეცვლის შედეგად (მაგ.,მარმარილო).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.