C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მიგ მიკ მიმ მინ მიც მიწ

მიკოპლაზმები (ფიტოპლაზმები)

როგორც მცენარეთა დაავადებების გამომწვევნი, ცნობილია 1967 წლიდან (იაპონია). ისინი ერთი მცენარიდან მეორეზე გადადიან ჭიჭინობელების, ყვავილოვან პარაზიტ აბრეშუმას, თრიფსებისა და ტკიპების საშუალებით და იწვევნ ქაჯის ცოცხს და სიყვითლის მსგავს სიმპტომებს (მაგ, ასტრების სიყვითლე, ბრინჯის ყვითელი სიხუჭუჭე, ჰორტენზიის ყვავილების გამწვანება და სხვ.). მიკოპლაზმები მიკროორგანიზმების სპეციფიკური ჯგუფია, მათ შუალედური ადგილი უკავიათ ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის.მრგვალი, ზოგი მოგრძო ან ჰანტელის ფორმისაა, 0.1–1 მკმ ზომის. ბაქტერიისაგან განსხვავებით არა აქვთ უჯრედის ნამდვილი გარსი, აქვთ მხოლოდ სამშრიანი ელემენტარული მემბრანა. ვირუსებისაგან განსხვავებით აქვთ უჯრედული აგებულება და მრავლდებიან ხელოვნურ საკვებ არეზე, აქვთ როგორც დნმ, ისე რნმ. მიკოპლაზმები, ბაქტერიებისაგან განსხვავებით, მდგრადია პენიცილინის და ვირუსებთან შედა რებით მგრძნობიარეა ტეტრაციკლინის მიმართ. ისინი ძლიერი ფიტოპათოგენები არიან. დაავადებული მცენარე ან საერთოდ არ გვაძლევს მოსავალს ან მკვეთრად მცირდება პროდუქციის მოცულობა. მიკოპლაზმები იწვევენ მცენარის ზრდაში ჩამორჩენას, ქონდრულობას, ყვავილების გამწვანებას, ქაჯის ცოცხს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, რაც ახასიათებთ ვირუსებს: დეფორმაციას, ნეკროზს, ჭკნობას, გაწვრილებას და სხვ. ისინი სახლდებიან ძირითადად ფლოემაში, საცრისებურ მილებში. ზოგი ვიწრო სპეციალიზირებულია, ზოგს კი ფართო სპეციალიზაცია აქვს. მიკოპლაზმების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება არა მხოლოდ დაავადების სიმპტომები, არამედ მიკროსკოპული ანალიზი, მცენარე–ინდიკატორები, ტეტრაციკლინის მეთოდი და სხვ. მიკოპლაზმები არ გადადიან მცენარის წვენით. ბრძოლა: საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, სარეველების – მიკოპლაზმების რეზერვატორების განადგურება, დაავადებული მცენარეების განადგურება, ბრძოლა მიკოპლაზმების გადამტან მწერებთან, გამძლე ჯიშების დანერგვა, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება, თერმული დამუშავება და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9