C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ალბ ალგ ალე ალი ალკ ალმ ალო ალპ ალუ

ალუვიური ნიადაგები

ალუვიური ნიადაგებისათვის დამახასიათებელია გენეზისურ ჰორიზონტებზე სუსტი დიგერენციაცია, ცუდი გასტრუქტურება, მომატებული ხირხიტიანობა და შრეობრიობა (სტრატიფიკაცია - პირველ რიგში მექანიკური შედგენილობის მოხედვით). ალუვიური ნიადაგები ხასიათდება მჟავე, ნეიტრალური ან ტუტე რეაქცით (იმისდა მიხედვით თუ რომელ აუზში ფორმირდება ეს ნიადაგები). ეს ნიადაგები უფრო ხშირად ფუძეებით არამაძღარია და მისი pH მაჩვენებელი 6,0-7,9 ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსით და საერთო აზოტით ღარიბი ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი. ჰუმუსი 2,2-3,52%-ის, საერთო აზოტი 0,14-0,26 % ფარგლებშია. საერთო ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით ღარიბია, შესაბამისად 0,13-1,17 % და 0,5-1,3 %. საკვები ელემენტების მოძრავი ფორმებიდან ჰიდროლიზური აზოტი საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და 7-15 მგ ფარგლებში ცვალებადობს, მოძრავი ფოსფორით ღარიბია 0,7-5,9 მგ. რაც შეეხება გაცვლით კალიუმს ის მცირე, საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და 10,2-32,2 მგ/100 გ ფარგლებში მერყეობს. ძირითადი ჟანგეულების განაწილება მეტ - ნაკლებად თანაბარია. თიხამინერალები წარმოდგენილია მონტმორილონიტით, კაოლინიტით, ჰალუაზიტითა და ჰიდროქარსებით. რკინის სხვადასხვა ფორმას არათანაბარი განაწილება აქვს. სილიკატური რკინის შემცველობა მკვეთრად ჭარბობს არასილიკატურს. ალუვიური ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიდაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსწარმოქმნა, გამდელოება და გალებება. ალუვიური ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 5,0% (351 400 ჰა). აქედან ძველ ალუვებზე - „ლამებზე“ მოდის 32400 ჰა. ეს ნიდაგები ფართოდაა გავრცელებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში. ალუვიური ნიადაგები ფორმირდება სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხასიათდება ზონის კლიმატური პირობებით. საკმაოდ ჭრელია ალუვიონის მასალა, რომელზედაც წარმოქმნილია ეს ნიადაგები. ბუმებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ჭალის მცენარეულობით. გარკინი ანებული (Sf) - ჰორიზონტი პროფილის შუა და ქვედა ნაწილში ხასიათდება მეორადი კარბონატების დაგროვებით; თაბაშირიანი (Ssc) – ჰორიზონტი პროფილის ქვედა ნაწილში, ხასიათდება თაბაშირის დაგროვებით; კარბონატული (Sca) ჰორიზონტი პროფილის შუა და ქვედა ნაწილში, ხასიათდება მეორადი კარბონატების დაგროვებით; კარბონატულ-კონკრეციული (Skc) - ჰორიზონტი 0,5 – 5 სმ დიამეტრის, მომრგვალებული, არასწორი ფორმის კარბონატის კონკრეციის მაქსიმალური დაგროვებით; ლებიანი (G) – ჰორიზონტი გალებების ნიშნით, წარმოიქმნება ჰიდრომორფულ ნიადაგებში, ხანგრძლივი ან მუდმივი დატენიანების და ანაერო ბული პირობებში, აღდგენითი პროცესების შედეგად; ახასიათებს მომტრედისფერო, რუხი, მწვანე - ნაცრისფერი შეფერილობა, რკინის და მანგანუმის ქვეჟანგების მოძრავი ალუმინის შემცველობა. რკინიან - კონკრეციული ანუ ორტშტეინი (Skf) - ჰორიზონტი რკინა-მანგანუმიანი და ჰუმუსიანი შედგენილობის კონკრეციებით. ჰ ი დ რ ო გ ე ნ უ რ ი ჰორიზონტები:ალუვიური ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A – BC – C. A - რუხი შეფერილობის ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 5 – 30 სმ, წვრილკოშტოვანი.BC - სხვადასხვა შეფერილობის (უფრო ხშირად მუქი რუხი) გარდამავალი ჰორიზონტის სიმძლავრით 10 – 40 სმ, უსტრუქტურო, ხირხიტიანი. C - ქანისკენ გარდამავალი ჰორიზონტი, უსტრუქტურო, ხირხატის მომატებული შემცველობით. ალუვიური ნიადაგები განსხვავდება ზონალური ნიადაგებისაგან სუსტად განვითარებული პროფილით, შრეობრივი აგებულებით, გალებების ნიშნებით. ალუვიური ნიადაგები აერთიანებენ ორ ნიადაგურ ტიპს: კორდიან და კორდიან მაძღარს. კ ო რ დ ი ა ნ ი მ ჟ ა ვ ე ალუვიური ნიადაგები ძირითადად ფორმირდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთისა და ტყის ზონებში. კორდიან მჟავე ალუვიური ნიადაგების ტიპი იყოფა რამდენიმე ქვეტიპად: შრეობრივ-პრიმიტიული, შრეობრივი, ჩვეულებრივი და გაეწერებული. შ რ ე ო ბ რ ი ვ - პ რ ი მ ი ტ ი უ ლ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ჟ ა ვ ე ალუვიური ნიადაგები ყველაზე ახალგაზრდა ნიადაგებია. ისინი ფორმირდება ძალიან გაიშვიათებული ბალახოვანი მცენარეების ქვეშ. მორფოლოგიური ნიშნები სუსტადაა გამოხატული. შ რ ე ო ბ რ ი ვ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ჟ ა ვ ე ალუვიური ნიადაგები ხასიათდება კარგი გაკორდებით და შრეობრივი აგებულებით. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ჟ ა ვ ე ალუვიური ნიადაგები ფორმირდება ცენტრალური მერიის რელიეფის ყველაზე მაღალ ელემენტებზე, სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის ალუვიონზე. ისინი ხასიათდება მძლავრი პროფილით და კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით/გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ჟ ა ვ ე ალუვიური ნიადაგები ფორმირდება მერიის რელიეფის ყველაზე მაღალ ელემენტებზე, სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის ალუვიონზე, ნაირბალახოვანი მდელოებისა და ხავსიან-ბალახოვანი ტყეების ქვეშ. პროფილი შესამჩნევად დიფერენცირებულია და ხასიათდება გაეწერებული ჰორიზონტის არსებობით. ალუვიური კორდიანი მაძღარი ნიადაგები ფორმირდება ძირითადად აღმოსავლეთ საქარ თველოს სტეპების ზონაში. ეს ტიპი იყოფა სამ ქვეტიპად: შრეობრივ - პრიმიტიული, შრეობრივი და ჩვეულებრივი. შ რ ე ო ბ რ ი ვ - პ რ ი მ ი ტ ი უ ლ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ა ძ ღ ა რ ი ალუვიური ნიადაგები ხასიათდება ნიდაგწარმომქმნელი ალუვიონის ძლიერი შრეობრიობით, სუსტი და წყვეტილი ჰუმუსდაგროვებით. პროფილში შეიმჩნევა სუსტად გამოხატული გაკორდება. შ რ ე ო ბ რ ი ვ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ა ძ ღ ა რ ი ალუვიური ნიადაგები ხასიათდება კარგად გამოხატული ნიდაგწარმომქმნელი ალუვიონის შრეობრიობითა და ჰუმუსოვანი ჰორიზონტით. ნიდაგები ხშირად კარბონატულია და აღინიშნება გალებების ნიშნები. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი კ ო რ დ ი ა ნ ი მ ა ძ ღ ა რ ი ალუვიური ნიადაგები ხასიათდება სუსტად გამოხატული შრეობრიობით და მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით. ალუვიური ნიადაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, ქვამრგალიანი. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ამ გვარს გააჩნია ალუვიური ნიადაგების ზემოთ აღნიშნული ქვეტიპების ყველა ნიშანი და თვისება. ქ ვ ა მ რ გ ა ლ ი ა ნ ი - აღინიშნება ქვამრგვალები პროფილის ზედა ნაწილში. ალუვიური ნიადაგები სახეობებად იყოფა ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრის მიხედვით: მცირე სიმძლავრის (<
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9