ქიმიური ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში იმყოფებიან მცირე (პროცენტის მეათასედი და ნაკლები) რაოდენობით. თანამედროვე მონაცემებით, ცხოველებისა და მცენარეების ცხოველქმედებისათვის აუცილებელია 30 მიკროელემენტზე მეტი. მიკროელემენტებს მიეკუთვნება – Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.