C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მიგ მიკ მიმ მინ მიც მიწ

მიკროსასუქები

სასუქები, რომლებშიც მოქმედ ნივთიერება წარმოდგენილია ბორი, მარგანეცი, მოლიბდენი, სპილენძი. ნიადაგში შეაქვთ მცირე რაოდენობით - 0,5 - დან 10 კგ-მდე 1 ჰა/ ზე სხვა სასუქთან ერთად. მიკროსასუქებია:

ამოფოსის თუთია (თუთია - 0.7-0.8%),

ნიტროამოფოსკა ბორით (ბორი - 0.04-0.18%),

გრანულირებული ორმაგი სუპერფოსფატი ბორით ან მოლიბდენით (ბორი - 0.4-0.5 %;

მოლიბდენი - 0.2–0.3%),

ამფოსკა ბორით (0.16-0.4%),

მანგანუმის შლამი (9-15%),

სპილენძის შემცვლელი ფხვნილი (სპილენძი – 5-6%),

სპილენძის სულფატი (სპილენძი - 25%). კრისტალონები, ისინი გამოიყენება ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობის გათვალისწინებით, რაც ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევებით უნდა დადგინდეს.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9