L. Ambrosi; ვშაფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia);სამნაკვთიანი ამბროზია (Ambrosia trifida);მრავალწლოვანი ამბროზია (Ambrosia psilostachya). ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი ღერო და მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები. მისი 30-მდე სახეობა ავშაფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia) გვხვდება ხორბლეულისა და სათოხნ კულტურებში; სამნაკვთიანი ამბროზია (Ambrosia trifida) - აფხაზეთში, კახეთში, განსაკუთრებით ლაგოდეხის რაიონში, გერანისა და თამბაქოს პლანტაციებში და მარცვლეულ კულტურებში; მრავალწლოვანი ამბროზია (Ambrosia psilostachya) - კულტურულ მცენარეებს შორის. სამივე სახეობა აბეზარი საკარანტინო სარეველაა, ასარევლიანებს თითქმის ყველა სასოფლო - სამეურნეო კულტურას, აშრობს და ფიტავს ნიადაგს, ამცირებს მოსავლიანობას, თავისი მსხვილი და უხეში ღეროებით ხელს უშლის პურეულის აღებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.