გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. პილოფაგი მავნებელი. მას დიდი ზიანი მოაქვს ვაზისთვის განსაკუთრებით სანერგეებსა და ახალგაზრდა ვენახებში. ვაზის 50% - ზე მეტი მისი მატლებისაგან ზიანდება. მატლები ნიადაგში ცხოვრობენ და ვნებენ როგორც ნორჩ, ისე ძველ ფესვებს. მთავარი ფესვის დაზიანების შემთხვევაში მცენარე ხმება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.