C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ამბ ამე ამი ამო ამფ

ამიერკავკასიის პურის ბზუალა

L. Zabrus tenebrioides elongates Men.
ეს მავნებელი აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, ნაკლებად – სიმინდსა და შვრიას. ზიანი მოაქვს მეტწილად მატლს, რომელიც საშემოდგომო პურეულის ფოთლებით 3-4 კვირის განმავლობაში იკვებება. ბოლო ასაკში მატლი თავის სოროში. ითრევს მცენარის ფოთლებს და კვების შედეგად ფლითავს. ფოთლები ძაფებად იშლება და ხმება. დაზიანებული მცენარე მთლიანად იღუპება. ზრდასთან ერთად მცენარე მავნებლის მიმართ მეტ გამძლეობასაც იძენს. ხოჭოებით დაზიანება კი ძირითადად რძისებრ სიმწიფეში ხდება, როდესაც ისინი საღამოს საათებში ადიან თავთავზე და მარცვლით იკვებებიან. მავნებელს ერთწლიანი გენერეცია ახასიათებს. იზამთრებს ძირითადად 1-2 ასაკის მატლები, ნიადაგში 15-20 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე, 12° C ტემპერატურის პირობებში ისინი გამოიზამთრებენ, აკეთებენ სოროებს და იწყებენ ჯეჯილის დაზიანებას. მატლები ძირითადად ღამით იკვებებიან, დღისით იმალებიან სოროებში. გამოზამთრების შემდეგ 1.5-2 თვის განმავლობაში მატლები აქტიურად იკვებებიან, ჭუპრდებიან მაისში, ივნისის დასაწყისში. მატლი იჭუპრებს 15-20 სმ ხვრელში, ჭუპრის ფაზა 2-3 კვირა გრძელდება. ხოჭო ღამის მწერია, დღე იმალება ნიადაგის ნაპრალებში, ღამით კი აქტიურ ცხოვრებას ეწევა, იკვებება. მაღალი ტემპერატურის (30°C) პირობებში ხოჭო დიაპაუზაში გადადის. შემოდგომაზე, ტემპერატურის დაწე ვის შემდეგ, ხოჭოები გამოდიან ზაფხულის დიაპაუზიდან, იკვებებიან ჩამოცვენილი მარცვლებით და იწყებენ კოპულაციას. კვერცხისდება გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, მდედრი ხოჭო დებს 10-40 კვერცხს, ჯგუფურად. კვერცხდების ფაზა 8-10 დღე გრძელდება. გამოჩეკილი მატლები იზამთრებენ. პურის ბზუალას მასობრივი გამრავლების ძირითადი მიზეზია ერთი და იმავე ნაკვეთზე პურეული კულტურების თესვა და სარეველებთან ბრძოლის ცუდი ორგანიზაცია, რადგან მავნებლის დამატებით საკვებს სწორედ სარეველა ბალახები (ჭანგა და სხვა) წარმოადგენენ. ბრძოლის ღონისძიებები: სწორი თესლბრუნვა იმ ვარაუდით, რომ წინამორბედი იყოს ისეთი კულტურა, რომელიც არ ზიანდება პურის ბზუალათი – მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები და სხვ. დასათესად შეწამლული თესლის გამოყენება. გაზაფხულზე გრანულირებული ინსექტიციდების ან მარშალის შეტანა ნიადაგში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9