N-8%, P₂O₅-30%. მიიღება მარტივი სუპერფოსფატის ამონიაკით გაჟღენთვის გზით. ამ შემთხვევაში სასუქში მცირდება თავისუფალი მჟავა და ჰიგროსკოპიულობა, უმჯობესდაბა სასუქის ფიზიკური თვისებები. იგი მაღალეფექტური სასუქია ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის. ამონიზირებული სუპერფოსფატი მთლიანად შესა თვისებელია მცენარისათვის. მაგრამ, იგი საკმარისი არ არის მცენარის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ეს სასუქი გამოიყენება თესვის დროს, როდესაც მცენარის მოთხოვნილება აზოტის მიმართ დიდი არ არის. სხვა შემთხვევაში ამ სასუქის გამოყენებისას საჭიროა დამატებითი აზოტიანი სასუქის შეტანა ამ ნორმით. რაც საჭიროა მცენარისათვის. ამონიზირებული სუპერფოსფატი შეიტანება ნიადაგის საგაზაფხულო და საშემოდგომო დამუშავებისას, მწკრივულ განოყიერებაში. იგი ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, აჩქარებს ნაყოფის თანაბარზომიერ მომწიფებას. მნიშვნელოვნად აფერხებს რადიონუკლიდების გადასვლას პროდუქციაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.