| | |
ა ხ ა ლ ი ეწოდება ნაკელს, რომლის ფერიც ინარჩუნებს თავის ფერსა და სიმტკიცეს. მისი წყლის გამონაწური მოწითალო ყვითელი ან მწვანე ფერისაა. ახალი ნაკელის მომწიფება უნდა მოხდეს სპეციალურ სანაკელეებში (ორმოებში) ან შტაბელებში.
ნ ა ხ ე ვ რ ა დ გ ა დ ა მ წ ვ ა რ ნაკელში საფენი მუქი ყავისფერია; იგი კარგავს სიმტკიცეს. ასეთი ნაკელის წყლის გამონაწური სქელი და შავია. ნაკელის წონა ახალთან შედარებით 20 – 30%- ით მცირდება.
გ ა დ მ წ ვ ა რ ი ანუ ძლიერ გახრწნილი ნაკელი შავი ფერის მასაა, რომელშიც საფენი შეუმჩნეველია. ასეთი ნაკელის წყლის გამონაწური უფერულია. მისი წონა ახალ ნაკელთან შედარებით 50 % - ით მცირდება მ პ ა ლ ი მდიდარია ორგანული ნივთიერებებით. ის ერთფეროვანი მასაა, მისი წონა ახალი ნაკელის წონის 25% - ია. ნაკელი არ უნდა მივიყვანოთ გახრწნის უკანასკნელ სტადიამდე, რადგან დიდი რაოდენობით აზოტი იკარგება. მეტწილად გადამწვარი ნაკელი შეაქვთ ნიადაგში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელის შედგენილობა არ არის მუდმივი,, რადგან მისი კვება იცვლება როგორც საკვების სახეობის, ისე რაოდენობის მიხედვით. ნაკელი შეიცავს უფრო მეტ წყალს და შედარებით მკვრივია, ამიტომ ის ნელა იშლება და პრაქტიკაში „ცივი ნაკელის“ სახელითაა მიღებული.
ც ხ ვ რ ი ს ნაკელი თავისი შედგენილობით ახლოს დგას ცხენის ნაკელთან, მაგრამ ამ უკანასკნელთან შედარებით ნაწილობრივ უფრო მდიდარია მშრალი ნივთიერებით და მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტებით.
ღ ო რ ი ს ნაკელი წააგვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელს, ხასიათდება მერყევი ქიმიური შედგენილობით, შეიცავს ბევრ წყალს და წარმოადგენს შედარებით ძნელად ხრწნადს.
ნ ა კ ე ლ ი ს წ უ ნ წ უ ხ ი - აზოტიან-კალიუმიანი სასუქი ხსნარის სახით, რომელიც წარმოიქმნება ცხოველთა და თხევადი გამონაყოფის დაშლის პროცესში. საშუალოდ შეიცავს 0,2 – 0,25% აზოტს, 0,4 – 0,5 % კალიუმს, 0,01% ფოსფორს. ნაკელი ნიადაგში შეიტანება და ჩაიხვნება ნიადაგის შემოდგომა-ზამთრის, ასევ საგაზაფხულო დამუშავების პერიოდში. მრავლწლიან ნარგავებში ნაკელის შეტანა ყოველწლიურად 6-10 ტონა ჰექტარზე, ოთხ წელიწადში ერთხელ 25-40 ტონა. ერთწლიან კულტურებში მცენარეთა სახეების მიხედვით ყოველწლიურად 5-11 ტონა, ოთხ წელიწადში ერთხელ 20-40 ტონა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |