ნამდვილი მავთულა ჭიები ტკაცუნების ოჯახის წარმომადგენელია. მათ სახელწოდება მიიღეს მავთულთან სხეულის მსგავსების გამო. საქართველოში ნამდვილი მავთულა ჭიების მრავალი სახეობაა გავრცელებული. მაგრამ ძირითადი ზიანის მომტანი ოთხია: ქართული ტკაცუნა, ნათესის ტკაცუნა, ზოლიანი ტკაცუნა და შავი ტკაცუნა. ცრუმავთულა ჭიები შავტანიანების წარმომადგენელია, მათგან საქართველოში ძირითადად 3 სახეობაა გავრცელებული: სიმინდის ზოზინა, ველის ზოზინა და ქვიშრობის ზოზინა. ამ ჯგუფის მწერების მიერ გამოწვეული ზიანი ძალიან დიდია. მცენარეებს აზიანებენ მატლები, ხოჭოების მიერ მიყენებული ზიანი კი ნუმნიშვნელოა (ქვიშრობის ზოზინის გარდა). მატლი იკვებება ჯერ თესლით, შემდეგ კი ამოსული მცენარის (მარცვლოვანი კულტურები, თამბაქო, მზესუმზირა, ვაზი, ხეხილის ნერგები, კარტოფილი და სხვა.) ფესვებით. დაზიანებული მცენარეები იღუპება. საქართველოში მავნებლები ფართოდაა გავრცელებული, თუმცა დასავლეთ საქართველოში ჭარბობს ნამდვილი მავთულა ჭიები, აღმოსავლეთში კი - ცრუმავთულა ჭიები. გვალვიან პირობებში ნამდვილი მაცთულა ჭიების დაზიანება კლებულობს, მაღალი ტენის პირობებში კი იზრდება. ცრუმავთულა ჭიების მიერ გამოწვეული ზიანი მეტია გვალვიან წლებში. ნამდვილი მავთულა ჭიები, ტკაცუნები წელიწადში მათ 3-5 წლიანი გენერაცია ახასიათებთ; იზამთრებენ მატლის სახით, ნიადაგში. ცრუმაცთულა ჭიები (შავტანიანები). მათი განვითარების ციკლი 1-2 წელიწადს აღწევს. ძირითადად იზამთრებენ ხოჭოები, თუმცა შემჩნეულია მატლებიც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.