C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნად ნაე ნათ ნაი ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაფ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნახ ნაჯ

ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი

L. (Toxoptera aurantii Boyer de Fons.)
მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სახეობა, სახლდება და აზიანებს ჩაის ახალგაზრდა ფოთლებს და ნორჩი ყლორტის წვეროებს. წუწნის შედეგად ფოთოლსა და ყლორტში იწვევს ანატომიურ, ფიზიოლოგიურ მკვეთრ ცვლილებას, უჯრედში მცირდება სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცის, მცენარის ორგანოების ბუნებრივი ფერი იკარგება, ფოთლის ფირფიტა ხუჭუჭდება. ჩაის ბუგრის მკვებავი მცენარეებია: ჩაი, მანდარინი, ლიმონი, სუბტროპიკული ხურმა, ფორთოხალი, გრეიფუტი, კიმკანი, იაპონური ზღმარტლი, კეთილშობილი დაფნა, იაპონური დაფნა, კამელია, ფეიჰოია და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9