L. (Aonidilla citrina Coov.) ფარიანა იმაგოსა და მატლის ფაზაში წუწნის ფოთლებს (უმეტესად ქვედა მხრიდან) და ნაყოფს. გავრცელებულია საქართველოს შავი ზღვის თითქმის ყველა რაიონში. განსაკუთრებით საშიში მავნებელია იგი აჭარის ბაღებისათვის. ის მეორე ხნოვანების მატლისა და ნაწილობრივ იმაგოს ფაზაში იზამთრებს. გამოზამთრებული მატლები მაისის ბოლოს ამთავრებენ ზრდა-განვითარებას და უკვე ივნისში იწყებენ მატლების შობას. ფარიანა ჩვეულებრივ დიდი რაოდენობით გვხვდება ისეთ პლანტაციებში, რომლებიც ხეების დარგვის სიხშირით ხასიათდება, აგრეთვე ისეთ ხეებზე, რომლებსაც ვარჯი შეკრული აქვს და ამავე დროს ხშირი ფოთლებითაა დაფარული. არიან ჩვენთან სამ თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.