ნატრიუმის შემცველი სასუქი. Na - ის მნიშვნელობა მცენარის ზრდა-განვითარებისთვის ჯერ კიდევ სრულად არ არის დადგენილი. ამ ელემენტს მცენარე შეიცავს მშრალი ნივთიერების წონის 0,001 – 4% - ს; Na - ით განსაკუთრებით მდიდარია დამლაშებულ ნიადაგზე განვითარებული მცენარეულობა - ჰალოფიტები. მეტი ეფექტია მიღებული შაქრის ჭარხლისა და კომბოსტოს გასანოყიერებლად გამოყენებისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.