NaNO₃. 15 – 16% აზოტს შეიცავს ნიტრატული ფორმით. მოიპოვება საბადოების სახით, ასევე მზადდება სინთეზური გზითაც. წყალში კარგად ხსნადი, კრისტალური ნივთიერებაა. ფიზიოლოგიურად ტუტე, საკმაოდ ჰიგროსკოპიულია. მიზანშეწონილია მისი გამოყენება კალციუმის შემცველ სასუქებთან მორიგეობით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.