L. (Diplodinia destructive Plowr.) როგორც წესი ეს ავადმყოფობა ვლინდება ტენიან პირობებში, მოსავლის მოგვიანებულ აღების შემთხვევაში ან შენახვის დროს. ნაყოფის წვერზე ან გვერდზე ჯერ პატარა შეჭყლეტილი მონაცრისფრო ლაქა ჩნდება, რომელზეც შემდგომ დიდი რაოდენობით შავი პიკნიდიუმები ვითარდება. შემდეგ ლაქა შავდება და ხაოიანი ხდება. გამომწვევი სოკო იზამთრებს ნიადაგში, დაავადებულ ნაყოფებზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.