C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნად ნაე ნათ ნაი ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაფ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნახ ნაჯ

ნაცრისფერი სიდამპლე

L. (Botrytis cinera Pers.)
ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ის მარწყვის ძირითადი დაავადებაა, რომელიც თავს განსაკუთრებით ნაყოფის სიმწიფის პერიოდში, მისი რტანსპორტირების დროს იჩენს. ნოტიო და გრილი ამინდი ხელსაყრელია დაავადების გავრცელებისათვის. ავადდება მცენარის ყველა ორგანო. ფოთოლზე ვითარდება დიდი ნაცრისფერი ლაქა, სადაც კონიდიალური ნაყოფიანობაა, ყლორტზე კი - მოყავისფრო ჩაზნექილი ლაქა, რომელიც სიდამწვრეს მოგვაგონებს. ნაყოფის ყუნწის ირგვლივ ლაქა ხშირად მწვანე ნაყოფს ახმობს. დაავადება ტიპიურია მწიფე ნაყოფზე. დასაწყისში ჩნდება მურა ფერის ლაქები. მწიფე ნაყოფის სხეული დუნდება, რბილდება, წყლიანდება, კარგავს ფერს, გემოს, ნაყოფი 48 საათის განმავლონაში იფარება ნაცრისფერი ფიფქით, შემდეგ მუმიფიცირდება. სოკო სკლეროციუმების სახით ზამთრობს. გაზაფხულზე აქედან კონიადიალური ნაყოფიანობა ვითარდება, რომელიც პირველ ინფექციას იწვევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9