C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნად ნაე ნათ ნაი ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაფ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნახ ნაჯ

ნაყენი

მომზადება ხდება შემდეგნაირად: მცენარეებს ვყრით ცივ წყალში და ვაცხელებთ ადუღებამდე 75-80 გრადუსი, ვაჩერებთ და ვტოვებთ 10-20 წუთს. ეს მეთოდი ვრცელდება ძირითადად ყვავილებზე, ფოთლებზე. ზოგიერთი მცენარის ნაყენის მომზადებისას მაგ: ტირიფი ტემპერატურა არ უნდა გადავაცილოთ 65 გრადუსს რადგან ამ შემთხვევაში სალიცინის მჟავია აქტივობას. ნაყენის მომზადებისას მცენარეები უნდა ჩავყაროთ ნაჭრის (სასურველია ბუნებრივი ქსოვილი) „ჩანთაში“ და მოუკრათ პირი. რათა ნაყენის გამზადების შემდეგ შევძლოთ მცენარეების ამოღება. როდესაც ნაყენის მომზადებას მოვრჩებით ცხელი ნაყენი პირდაპირ უნდა ჩავასხათ მინის ჭურჭელში. ამ ოპერაციით მოხდება ნაყენის პასტერიზება, რაც საშუალებას მოგვცემს რომ პრეპარატი ხანმოკლე დროით შევინახოთ. ზოგი სპეციალისტი ურჩევს ნაყენის გამოყენებას ბუგრების წინააღმდეგ როდესაც იგი 45 გრადუსს მიაღწევს, ამ შემთხვევაში ზიანდებიან მხოლოდ მწერები და არა მცენარე. რეკომენდირებულია ძირითადად ინსექტიციდური მოქმედების მცენა რეებისგან ნაყენების გამზადება. მაგ: ჭინჭრის ნაყენი ძალიან ეფექტურია ბუგრების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი უფრო ეფექტურია ისეთ ადგილებში სადაც ბიომეურნეობა კარგადაა ფესვგადგმული. საყურადღებოა რომ არ შეიძლება და არ არის რეკომენდირებული ნაყენების შენახვა. Gგამონაკლის შემთხვევაში შეგვიძლია კარგად პასტერიზებული და შუშის ჭურჭელში ჩასხმული ნაყენები შევინახოთ ისიც რამოდენიმე დღე. ნაყენის ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტებია: წყლის ხარისხი (წვიმის წყალი) და ტემპერატურის კონტროლი (ნაყენი არ მივიყვანოთ დუღილამდე). ხარშვისას სითხეს არ უნდა მოვხადოთ სახურავი წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება სასარგებლო აქროლადი ნივთიერებები. რეკომენდირებულია ენერგიისათვის შეშის ან გაზის გამოყენება. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ მიკრო-ტალღები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9