მზადდება მცენარეების წყალში მოდუღებისას შედეგად. რამოდენიმე წუთიდან ერთ საათამდე, ნელ ცეცხლზე და საფარობელ დახურული. მცენარეები უნდა დავკეპოთ მსხვილად და ჩავალბოთ წყალში 24 საათის განმავლობაში. წყლის ხარისი იგივეა რაც ნაყენების და წუნწუხების შემთხვევაში (წვიმის წყალი). რაოდენობა კი მერყეობს შემთხვევების მიხედვით. მცენარეების ვყრით ნაჭრის ტომარაში და შემდეგ უშვებთ სითხეში, რაც შემდეგ საშუალებას მოგვცემს ნახარში ცხლად ჩავასხათ მინაში ისე რომ ჭურჭელი არ გასკდეს. პასტერიზებული ნახარში შეგვიძლია შევინახოთ გარკვეული დროით. საერთოდ ნახარშები მცირე ხანს ინახება. საფარობელის დახურება აუცილებელია რადგან მცენარეში არსებული ყველაზე მქროლავი ნივთიერებები თავისუფლდებიან ორთქლთან ერთად თუ ხუფს არ დავახურებთ მაშინ ეს ნივთიერებები არ დაიკარგება. იდეალურ შემთხვევაში საფარებელი უნდა დავაფაროთ დამრეცად რადგან კონდენსირებული წვეთები ისევ დაბრუნდება ნახარშში. ნახარშის გაცივებისასაც არ უნდა მოვხადოთ ხუფი. ნახარშების დასამზადებლად გამოიყენება მაგარ მერქნიანი მცენარის ნაწილები: ჭინჭრის ფესვები, მინდვრის შვიტა, ლაშქარა, მუხის ქერქი. დუღილის ხანგრძლივობის სიზუსტე, რომელიც განსხვავდება სხვადასხვა მცენარეების და მათი ნაწილების სიმაგრის მიხედვით. ხუფის არსებობით ნახარშის ცუდი ხარისხი ხშირად და ძირითადად გამოწვეულია გადაჭარბებული დუღილით და ხუფის არ არსებობით რომლის დროსაც იკარგება სასარგებლო აქტიური ნივთიერებები. გამოყენებისას ყველა მცენარეული წარმოშობის პერეპარატი უნდა მოერიოს, მოხდეს დინამიზაცია 20 წუთის განმავლობაში ეს ზრდის მათ ეფეუტურობას განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი გამოიყენება მარტო. ხოლო როდესაც მას ვიყენებთ სპილენძთან ან გოგირდთან მისი მორევა არ გამოიღებს შედეგს. ნახარში ეს ერთადერთი საშუალება მცენარეებიდან ზოგიერთი აქტიური კომპონენტის გამოწვლილვის როგორიცაა thuyone თიონი რომელსაც შეიცავს აბზინდა და რომელსაც შესწევს რეპელენტური უნარი (განიზიდოს) carpocapse-I (პეპელა) რომლის ჭიებიც ხშირად გვხვდება ვაშლზე. ნახარშები გამოიყენება პრევენციული და კურატიული მოქმედებისთვის, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. ზოგიერთ ნახარშს კი აქვს მცენარეების გაძლიერების ეფექტი ასეთია ლაშქარას ნახარში რომელსაც გააჩნია ინსექტიციდური, მცირედ ფუნგიციდური და ასევე გამოიყენება როგორც „ფოთლური საკვები“. უეფრო ხშირად მცენარეული ექსტრაქტები გამოიყენება ნაზავში მაგრამ მათი მომზადება უნდა მოხდეს ცალკ-ცალკე. არსებობს გამონაკლისები რომლებმაც აჩვენეს თავიანთი ეფექტურობა ჩვენ მათ შევხვდებით შემდეგ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.