პრეპარატი განდევნის ბუგრებს და ბაღლინჯორბს მაგრამ არ მოქმედებს ჭიამაიებზე. 50 ლიტრ მდუღარე წყალში ჩავყაროთ 1,5 კგ ხახვი და 1 კგ ნიორი. ვადუღოთ 4 საათი. შესხურება უნდა მოხდეს გაციებისთანავე, გაუზავებლად პირდაპირ კულტურებზე. შესხურება უნდა განვაახლოთ ყოველი ორი სამი დღის შემდეგ. განსაკუთრებით წვიმის ან დაწვიმებით მორწყვის შემდეგ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.