C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნად ნაე ნათ ნაი ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაფ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნახ ნაჯ

ნახევრად უდაბნო

ხმელეთის ბუნებრივი ზონები, სადაც ჭარბობს ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი. მასში კომპლექსურად არის შეხამებული, ერთი მხრით, უდაბნოებისა და, მეორე მხრით, სტეპების (ველების) და სავანების ნიადაგები და მცენარეულობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჰავის ქვეყნებში. ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა; აორთქლებადობა ბევრად სჭარბობს ატმოსფერული ნალექების წლიურ რაოდენობას (დაახლოებით 200-400 მმ[¹]).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9