რთული ორგანული ნაერთები, რომელთა შედგენილობაში შედის ნახშირბადის, ჟანგბადისა და წყალბადის ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის პოლიმერები, რომლებშიც მონოსაქარიდები მონომერის როლს ასრულებენ. ორი მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან-პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდებია გლუკოზა, ფრუქტოზა, რიბოზა და დეზოქსირიბოზა. ისინი შედიან ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.