მიეკუთვნება სილვინიტი და კაინიტი; სილვინიტი ბუნებრივი მარილია; შედგება მუქი ვარდისფერი, მკვეთრი წითელი ან ღია რუხი მსხვილი კრისტალებისაგან. შეიცავს 12 – 18% კალიუმია ჟანგს. მასში შედის ორი კომპონენტი: ა. სილვინიტი - კალიუმის ქლორი (19 – 28%) და ბ. ჰალიტი - ნატრიუმის ქლორი (66 – 76%). კაინიტი მსხვილი რუხი კრისტალებია. იგი კალიუმის და მაგნიუმის ორმაგი მარილია (KCI-MgSO₄ -3H₂O).კაინიტი შეიცავს 10% - მდე K₂O - ს. შედგება კალიუმის ქლორის (16%), გოგირდმჟავა მაგნიუმისა (30%) და ნატრიუმის ქლორისაგან (28 – 45%), ნედლი კალიუმის მარილი წყალში კარგად იხსნება და სუფა კალიუმის ქლორთან შედარებით შეიცავს მიკროელემენტებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.