L. (Myiopardalis pardalina Bigot) მავნებელი აზიანებს საზამთროს, ნესვს, გოგრას, ბუზების ნაჩხვლეტ ადგილებში ბურცობები ჩნდება. მატლების გამოჩეკის შემდეგ კი ნაყოფში ჩნდება მრგვალი ხვრელები. ნესვის დაზიანებული ნაყოფები ხშირად ლპება. ნესვის ბუზი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ის ჭუპრის სახით ზამთრობს ნიადაგში, საიდანაც გამოფრინდებიან ზრდასრული ბუზები. ნესვის ბუზს წელიწადში 3 თაობა აქვს. კვერცხების დება ივნისის მეორე ნახევარში იწყება და სექტემბრის ბოლოს მთავრდება. მავნებელი მხოლოდ დღისითაა აქტიური. კვერცხს ნაყოფის კანში დებს. გამოჩეკილი მატლები შიგნით მოძრაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც ნაყოფი ხვრელებითაა დასერილი. იკვიბებიან რბილი ნაწილებით და თესლით. დაღრღნილი რბილი ნაწილები ლპება. ზრდის დასრულების შემდეგ, მატლები გამოდიან ნაყოფიდან და ნიადაგში იკეთებენ პარკებს. ძლიერ გამოგვალულ ნიადაგში ცრუპარკები სივოვხლის უნარს წელწადსაც კი ინარჩუნებენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.