კარბობატულ ქანებზე (კიექვებზე, ცარცზე, დოლომიტზე, მერგელზე, კირქვიან ქვიშაქვებზე და თიხებზე, კარბონატულ მორენაზე), ტყე-ველის ზონის წიწვიან-ფართოფოთლიან ტყეებში ჩამრეცხი და პერიოდულად ჩამრეცხი წყლის რეჟიმის პირობებში განვითარებული ნიდაგები. პროფილი შედგება A₀ – A₁ (A₀ – A₁ ) – B – C – D ჰორიზომტებისაგან. A₀ - მკვდარი საფარია. A₁ - ჰუმუსიანი ჰორიზონტი, შავი, მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურის. A₀ – A₁ - ჰორიზონტი დამახასიათებელია გაეწრებული ნიადაგებისთვის. B - ნიდაგწარმომქმნელ ქანზე გარდამავალი ჰორიზონტია, რუხი ან მოწითალო-ყომრალი, მარცვლოვანი სტრუქტურის; გაეწრებულ ნიადაგებში ეს ჰორიზონტი გამკვრივებულ-გათიხებულია, ხასიათდება კაკლოვანი სტრუქტურით. C - დედაქანია რომელიც ოდნავაა შეცვლილი ნიდაგწარმოქმნის პროცესებით. იგი წარმოადგენს კირქვიანქანების გლუვს. D - კირქვიანი ქანების ფიქლებია; ეს ნიადაგები ხასიათდება ჰუმუსის მაღალი შემცველობით (6 -15%), შთანთქმის კომპლექსის გაჯერებით (90 – 98%) და გაცვლის მაღალი ტევადობით (40 – 60 გ.ეკვ). მექანიკური და მთლიანი შედგენილობის მიხედვით ხასოიათდება პროფილის არადიფერენცირებით, კარგად გამოსახული წყალგამძლე მარცვლოვანი და კაკლოვან-მარცვლოვანი სტრუქტურით, მაღალი ნიტრიფიკაციის უნარით, ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური აქტივობით, საკვები ელემენტების (N. P. K) მნიშვნელოვანი მარაგით. გამოიყოფა სამი ქვეტიპი: კორდიან-კარბონატული ტიპური, კორდიან-კარბონატული გამოტუტვილი და კორდიან-კარბონატული გაეწრებული. გვარები გამოიყოფა ნიადაგწარმომქმნელი ქანების შედგენილობასთან და პროფილის განვითარების ხარისხთან დამოკიდებულებით: კირქვიანი, სილიკატურ-კირქვიანი, განუვითარებელი, ჰუმუსის შემცველობის მიხედვით გამოიყოფა ნეშომპალიანი (12% - ზე მეტი), მაღალჰუმუსიანი (5 – 12%), საშუალოჰუმუსიანი (3 – 5%) და მცირეჰუმუსიანი (
Synonym: რენძინი, კორდიან-კარბონატული ნიადაგები
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.