ბაზიდიუმიანი სოკოების ფართოდ გავრცელებული ოჯახი. აერთიანებს 1500-მდე სახეობას. აქვს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნაყოფსხეულები (ფირფიტისებრი, ქოლგისებრი, ჩლიქისებრი, მარაოსებრი და სხვ.). მისი ჰიმენოფორი (სანაყოფო შრე) უმეტესად მილისებრია. მრავლდება სპორებით. იზრდება როგორც ცოცხალ, ისე გამხმარ ხეზე, ხის ნარჩენებზე. იწვევს ფესვისა და ღეროს ლპობას, შლის მოჭრილი ხის მერქანსაც,დიდ ზიანს აყენებს სატყეო მეურნეობას. მრავალწლოვანი აბედა სოკოებიდან მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ცრუ აბედას და ნამდვილ აბედას. აბზინდასაგან მზადდება ნახარში, რისთვისაც იღებენ 100 გ. გამხმარ ან 300 გრამ ნედლ მცენარეს და ხარშავენ 3,5 ლიტრ წყალში და იდგმება ცეცხლზე. სითხემ უნდა იდუღოს 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ ზავდება 35 ლ წყალში. მისგან შეიძლება დამზადდეს ასევე წუნწუხი.
ცრუ აბედა – აზიანებს ფოთლოვან ჯიშებს, ზოგჯერ წიწვოვანსაც. პარაზიტობს ძირითადად მურყანზე, ტირიფზე, არყსა და მუხაზე.
ნამდვილი აბედა – აზიანებს ძირითადად შესუსტებულ ფოთლოვნებს (არყს, მურყანს, მუხას, თუთას, განსაკუთრებით წიფელს).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.