(NН₄ Н₂ РО₄ )- N-10-12%, P – 40-52%. იგი ერთ ჩანაცვლებული ამონიუმის ფოსფატია. თითქმის არ შეიცავს ბალასტს. ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, თანაბარი გაფანტვის უნარით, ნაკლებ ჰიგროსკოპულია, კარგი შენახვის პირობებში არ იბელტება. ნიადაგში შეიტანება სასუქების შემტანი ჩვეულებრივი ტექნიკით. საკვები ელემენტები მცენარის მიერ ადვილად შეითვისება. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე. ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში. შეიტანება ძირითადად განოყიერებაში, ასევე თესვის ან დარგვის დროს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.