C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის გამჟავიანება

ქიმიური მელიორაციის ხერხი, რაც გამოიხატება მეიტრალური ან ტუტე ნიადაგების გამჟავებაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ან ნიადაგის ნაყოფიერების მობილიზაციის მიზნით. ამ შემთხვევაში ნიადაგში შეაქვთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მასში მჟავედ (გოგირდი) და მჟავე მარილებად (ნატრიუმის ბისულფატი) გარდაიქმნებიან. პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9