C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის გალებება

პერიოდული ან მუდმივი ჭარბტენიანობის შედეგად მინერალური ნიადაგური მასის გარდაქმნის, ნიადაგში ლების წარმოქმნის პროცესი, რასაც მივყევართ ცვლადი ვალენტობის მქონე იონებისა და შენაერთების აღდგენამდე, პირველადი მინერალების კრისტალური მესერის დაშლამდე (კვარცისა და მდგრადი მინერალების გამოკლებით), სპეციფეკური მეორეული მინერალების სინთეზამდე (რომლებიც თავიანთ კრისტალურ მესერში დაბალი ვალენტობის იონებს შეიცავენ). ფუძეების გამოტანამდე, ზოგჯერ რკინის, გოგირდისა და ფოსფორის აკუმულაციამდე. გალებებული ფენა მტრედისფერი, მომწვანო ან ღია რუხია და შეიცავს მცენარისათვის მავნე რკინის ჟანგის შენაერთებს და ლებს. გალებება ახასიათებს ძირითადა ჭაობიან ალუვიურ ნიადაგებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9