ნიადაგის ერთგვაროვანი ფენები, რომლებიც შეადგენენ ნიადაგის პროფილს და ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მორფოლოგიური ნიშნებით, შედგებოლობათა და თვისებებით. გენეზისურ ჰორიზონტებს აქვს სახელწოდება და აღინიშნება სპეციალური ლათინური ასო ინდექსებით. საქართველოში გამოიყენება ძირითადი გენეზისური ჰორიზონტების შემდეგი აღნიშვნები და სიმბოლოები: A₀ - ტყის მკვდარი საფარი ან სტეპის ქეჩა; Aკ. - კორდი; A - ჰუმუსიანი; Aსახ. - სახნავი; A₁ - ჰუმუსიანი-აკუმელაციური; A₂ – ელუვიური, აღინიშნება ასევე E სიმბოლოთი; B – ილუვიური; G – ლებიანი; T – ტორფიანი; C – დედაქანი; D - ქვეშნაფენი ქანი. ცალკეული გენეზისური ჰორიზონტი, თვისებების გამოხატულობის ხარისხის და წარმომქმნელი ძირითადი პროცესების გამოვლენის მიხედვით, შეიძლება დაიყოს ქვექორიზონტებად. მათ აღსანიშნავად შესაბამისი გენეზისური ჰორიზონტის ძირითადი სიმბოლოები ინომრება ზევიდან ქვევით ანუ გამოიყენება ციფრები. მაგ: B1, B2, C1, C2; ზოგჯერ გამოიყენება სხვა დამატებითი სიმბოლოებიც, ჰუმუსიანი ჰორიზონტის ქვეჰორიზონტებს აღნიშნავენ ასე: A/ , a//. A///. ნიადაგის პროფილში ასევე გამოიყოფა გარდამავალი ჰორიზონტები, რომ ლებშიც ერთდროულად ორი ჰორიზონტის ნიშან-თვისებებია გამოხატული და მათ აღნიშნავენ შესაბამისი ორი ასოთი - AB, BC, A₁, A₂ და ა.შ. ნიდაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ შემუშავებულია ნიადაგების ჰორიზონტების სიმბო ლოების საერთაშორისო სისტემა: H - ზედაპირული ჰორიზონტი, რომელიც შედგება წყლით გაჯერებული ტორფისაგან; O - ზედაპირული ჰორიზონტი, რომელიც შექმნილია დაუშლელი ან ნაწილობრივ დაშლილ ორგანული ნივთიერებისაგან; A - ჰუმუსიანი ჰორიზონტი, რომელშიც გროვდება ნიადაგის მინერალურ ნაწილთან მჭიდროდ დაკავშირებული ჰუმიფიცირებული ორგანული ნივთიერება; E - ღია ფერის ჰორიზონტი, რომელიც შეიცავს უფრო ნაკლებ ორგანულ ნივთიერებას, თიხასა და ერთნახევარჟანგებს, ვიდრე უშუალოდ მისი ქვეშნაფენი; B – ჰორიზონტი განთავსებულია A ან E - ს და C ან R - ს შორის, მასში დარღვეულია ქანების სტრუქტურა, აკუმელირებულია თიხა ილუვიაციის, გამოფიტვის ახალწარმონაქმნების გზით; C - ფხვიერი მასალა ნიადაგის პროფილში, რომელსაც სხვა ჰორიზონტის ნიშნები არ გააჩნია; G - ლებიანი ჰორიზონტი, რომელიც შეიცავს მუდმივი ჭარბი ტენიანობის შედეგად აღდგენილ ნაერთებს; R - მკვრივი ნიადაგწარმომქმნელი ქანი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.