| | |
1. პირველადი დამლაშება - ხსნადი მარილების ბუნებრივი დაგროვება გრუნტის წყლის აორთქლების, დედა ქანის მარილიანობის ან ეოლური, ბიოგენური და სხვა ფაქტორებით;
2. მეორეული დამლაშება - მარილების დაგროვება წყლის რეჟიმის ხელოვნური შეცვლით, მაგ,. არასწორი რწყვის შედეგად მეორეული დამლაშება შეიძლება წარმოიქმნას დაუმლაშებელ ან პირველად დამლაშებულ ნიადაგებში. იგი მტეწილად გამოწვეულია ქვენაფენი ქანებიდანდა გრუნტის წყლებიდან ნიადაგის ზედაპირისკენ წყალხსნადი მარილების აწევით ან უფრო მაღლა მდებარე სარწყავი მასივებიდან მინერალიზებულ წყლების ჩამონადენით. დამლაშებულად ჩაითვლება ის ნიადაგი, რომელშიც 0,1% -ზე მეტი მარილებია ან უთანაბრო ნიადაგების მშრალ ნაშთში 0,25% - ზე მეტია წყლის გამონაწურში გამოტანილი მარილების შემცველობა. ნიადაგის პროფილში ადვილად ხსნადი მარილების განაწილების მიხედვით მიღებულია შემდეგი გრადაცია:
1. დაუმლაშებელი - ადვილად ხსნადი მარილები განლაგებულია 200 სმ -ზე ღრმად;
2. სიღრმეში დამლაშებული - ადვილად ხსნადი მარილები 150 – 200 სმ სიღრმეზეა;
3. სიღრმეში მლაშობიანი - ადვილად ხსნადი მარილები განლაგებულია 80 – 1500 სმ სიღრმეზე;
4.მლაშობიანი - ადვილად ხსნადი მარილები განლაგებულია 30 – 80 სმ - ზე;
5.მლაშობი - ადვილადხსნადი მარილები განლაგებულია ზედაპირიდანვე.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |