| | |
1.ჰისტოსოლები - ნიაფაგები, რომლებსაც გააჩნიათ ემა ორგანული ჰორიზონტი და ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობა, ისინი ფორმირდებიან ორგანულ დიაგნოსტიკურ სუბსტრატზე (მშრალ და ტენიან პირობებში დედამიწის ზედაოირზე დაგროვილი ორგანული ნარჩენები). მინერალური კომპონენტები სუსტ გავლენას ახდებს ნიადაგების თვისებებზე.
2-3. ანთროსოლები და ტექნოსოლები - ამ ჯგუფში გაერთიანებულია ყველა ხელოვნური ნიადაგები, რომელთა მორფოლოგიური ნიშნები და ანალიზური მახასიათებლები ძლიერ ცვალებადობენ. ამ ნიადაგებს გააჩნიათ საეთო მახასიათებელი - მათი თვისებები რადიკალურად შეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად.
4. ანდოსოლები - ნიადაგები, რომლებიც ფორმირდებიან ვულკანურ რეგიონებში და ვულკანოგენურ ქანებზე, თუმცა ისინი ასევე წარმოიქმნებიან არავულკანურ ნალექებზეც (*9კიოსები, ფერალიტური გამოფიტვის პროდუქტები). ანდოსოლებს გააჩნიათ ვიტრიკ ან ანდიკ თვისებების მქონე დიაგნოსტიკური ჰორიზონტები.
5. არენოსოლები - ქვიშიანი ნიადაგები, რომლებშიც სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული ნიადაგწარმოქმნის ნიშნები.
6. ვერტისოლები - ნიადაგები ფორმირდებიან ისეთ დედაქანებზე, რომლებიც ხასიათდებიან გაჯირჯვების უნარის მქონე თიხების მაღალი შემცველობით. მათი პროფილის შენებაში მონაწილეობს დიაგნოსტიკური ჰორიზონტი ვერტიკი და ახასიათებს კარგად გამოხატული პერიოდული დანაპრალება.
7. ფლუვისოლები - ნიადაგები, რომლებიც ფორმირდებიან ალუვიურ დანალექ ქანებზე, ხასიათდებიან შრეობრიობით და შეიცავენ ფლუვიკ დიაგნოსტიკურ მასალას.
8. გლეისოლები - ნიადაგები, რომელთა პროფილში ადგილი აქვს მუდმივ ან დროებით გადატენიანებას და შეინიშნება გლეიკ დიაგნოსტიკური ნიშან-თვისება.
9. ლეპტოსოლები - მცირე სისქის, ხირხიტიანი ნიადაგები, რომლებიც ფორმირდებიან მკვრივ ან კარბონატულ ქანებზე.
10. რეგოსოკები - ნიადაგები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ სახა ნიადაგურ ჯგუფში, ფორმირდებიან ფხვიერ ქანებზე და გააჩნიათ სუსტად განვითარებული პროფილი.
11. კარბისოლები - სუსტად და ზომიერად განვითარებული ნიადაგები, რომლებშიც გამოვლენილია ნიადაგწარმოქმნის საწყისი ნიშნები, ისინი ძირითადა გავრცელებულია ფერდობებზე და გააჩნიათ დიაგმოსტიკური ჰორიზონტი კამბიკი.
12. პლინტისოლები - წითელი და ყვითელი ფერის ნიადაგები უმეტესად ფორმირდებიან ძველი გამოფიტვის ზედაპირზე. მათი პროფილის შენებაში მონაწილეობს ჰორიზონტი, რომელიც მდებარეობს ზედა ჰორიზონტის ქვეშ და შედგება ახალწარმოქმნილი თიხის, რკინის ჟანგისა და კვარცის ნარევისაგან.
13. ფერალსოლები - წითელი და ყვითელი ფერის ნიადაგები ფორმირდებიან ღრმა გამოფიტვის ქერქზე, ხასიათდებიან მდგრადი ფიზიკური თვისებებით, კაოლონიტისა და ართნახევარი ჟანგების სიჭარბით. ამ ჯგუფის ნიადაგების შუა ჰორიზონტები გამოირჩევიან გაცვლითი კატიონების დაბალი ტევადობით.
14. ნიტისოლები - ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გავრცელებულია წითელი და ყვითელი ფერის კარგად განვითარებული ნიადაგები, პირველადი მინერალების საკმაოდ მაღალი შემცველობით. ისინი ხასიათდებიან სეციფიკური სტრუქტურით (კაკლოვანი სტრუქტურული აგრეგატები მბრწყინავენ ზედაპირებით) და დიაგნოსტიკური ნიტიკ ჰორიზონტის არსებობით.
15. ალისოლები - ტენიან ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებში გავრცელებული წითელი და ყვითელი ფერის ნიადაგები, რომელთაც გააჩნიათ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი არჯიკი, ხასიათდებიან გაცვლითი კატიონების მაღალი ტევადობით და გაცვლითი ალუმინის შემცველობით.
16. აკრისოლები - ტენიან ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებში გავრცელებული ძლიერ გამოტუტული წითელი და ყვითელი ფერის ნიადაგები, რომლებიც ფორმირდებიან მჟავე ქანებზე, ხასიათდებიან ფუძეების არამაძღვრობით, გაცვლითი კათიონების დაბალი ტევადობით და დიაგნოსტიკური არჯიკ ჰორიზონტის არსებობით.
17. ლიკსისოლები - ტენიან ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებში გავრცელებული წითელი და ყვითელი ფერის ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან დაბალი გაცვლითი ტევადობით და ფუძეების მაძღრობის მაღალი ხარისხით.
18. სოლონჩაკები - მშრალ და ნახევრად მშრალ რეგიონებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებშიც მაღალია ადვილად ხსნადი მარილების შემცველობა და ახასიათებთ დიაგნოსტიკური სალიკ ჰორიზონტის არსებობა.
19. სოლონეცები - მშრალ და ნახევრად მშრალ რეგიონებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებშიც მაღალია გაცვლითი Na შემცველობა და გააჩნიათ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი ნატრიკი.
20. გიფსისოლები - მშრალ და ნახევრად მშრალ რეგიონებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან თაბაშირის მეორადი დაგროვებით.
21. დიურისოლები - მშრალ და ნახევრად მშრალ რეგიონებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებსაც გააჩნიათ კაჟმიწით შეცემენტებული ახალწარმონაქმნები.
22. მშრალ და ნახევრად მშრალ რეგიონებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებიც მდიდარია მეორადი კარბონატებით, გააჩნიათ კალციკ და პეტროკალციკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტები.
23. ჩერნოზიომები - სტეპის ზონაში გავრცელებული ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან სქელი, მუქი შეფერილობის ქუმუსით მდიდარი ზედა ჰორიზონტით და პროფილის შუა ნაწილში კარბონატების შემცველობით. მათ გააჩნიათ დიაგნოსტიკური ჰორიზონტები ვორონიკი და კალციკი.
24. კაშტანაზიომები - მშრალი სტეპის ზონაში გავრცელებული ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან მუქი მორუხო-ყავისფერი ზედა ჰორიზონტით, გარკვეულ სიღრმეზე კარბონატების და ან თაბაშირის არსებობით. მათ გააჩნიათ დიაგნოსტიკური ჰორიზონტები მოლიკი და კალციკი.
25. ფაიოზიომები - სტეპის ზონაში გავრცელებული ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან ფუძეების მაღალი მაძღრობით, მათ პროფილში არ შეიმჩნევა კარბონატების მეორადი აკუმულაციის ნიშნები და გააჩნია დიაგნოსტიკური ჰორიზონტი მილიკი.
26. პოდზოლები - ზომიერად ტენიან პირობებში გავრცელებული მჟავე ნიადაგები, რომლებსაქც ახასიათებს მოთეთრო ელუვიური ჰორიზონტი. მის ქვეშ მდებარეობს მოშავო-ყორალი შეფერილობის, ილუვიური ალუმინ-რკინა-ორგანული ნივთიერებების დიაგნოსტიკური ჰორიზონტი სპოდიკი.
27. პ ლ ა ნ ო ს ო ლ ე ბ ი - გ ა ს ო ლ ი დ ე ბ უ ლ ი ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია ზომიერად ტენიან პირობებში, ხასიათდებიან მოთეთრო ჰორიზონტის არსებობით, რომელიც მდებარეობს ზედაპირული ჰორიზონტის ქვეშ და ფარავს სუსტად გამტარ, მკვრივ ფენას.
28. ალბელუვისოლები - ზომიერად ტენიან რეგიონში გავრცელებული ნიადაგები, ხასიათდებიან მჟავე რეაქციით და მოთეთრო ჰორიზონტის ენისებრ საზღვარით. ნიადაგებს გაჩნიათ თიხით მდიდარი არჯიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
29. ლუვისოლები - ზომიერად ტენიან რეგიონში გავრცელებული ნიადაგები, ხასიათდებიან ფუძეების მაღალი მაძღრობით და არჯიკ დიაგნოსტიკური არსებობით, რომელშიც მნიშვნელოვნად გროვდება თიხა.
30. სტაგნოსოლები - ზომიერად ტენიან რეგიონში გავრცელებული ნიადაგები, რომლებიც წარმოიქმნებიან პერიოდულად ზედაპირული დატენიანების პირობებში და ხასიათდებიან სტაგნიკ დიაგნოსტიკური ნიშან-თვისებებით.
31. უმბრისოლები - ზომიერად ტენიან რეგიონში გავრცელებული ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან მჟავე რეაქციით და მუქი ფერის, ორგანული ნითიერებების მაღალი შემცველობის ზედა ჰორიზონტით, ნიადაგებს გააჩნიათ დიაგნოსტიკური ჰორიზონტები უმბრიკი და მოლიკი.
32. კრიოსოლები - ამ ჯგუფში გაერთიანებულია ნიადაგები, რომელთა პროფილში მუდმივი მზრალობა შეიმჩნევა ზედაპირიდან 100 სმ სიღრმემდე.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |