C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის თბოგამტარობა

ნიადაგის უნარს, გაატაროს სითბო ერთმანეთთან კონტაქტში მყოფ მყარ, თხევად და გაზისებრ ნაწილაკებს შორის თბილიდან ნაკლებ თბილისკენ. ეს ხორციელდება თბური ურთიერთქმედებით, აორთქლებით, გადადინებით და ნიადაგის შიგნით ტენის კონდესაციით მოლეკულებისა და ელექტრონების მიერ ენერგიის გადატანის შედეგად. იზომება კალორიით, სითბოს იმ რაოდენობით, რომელსაც გაატარებს 1 წამში ნიადაგის 1 სმ² ფართობი, როდესაც ტემპერატურის სხვაობა ფენებს შორის არის 1°C, ხოლო მანძილი - 1 სმ. კვარცის თბოგამტარობა 0,00420 - ია, სილის - 0,0020, წყლის - 0,00124, ჰაერის - 0,00005.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9