ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესები დროებით შენელებულია, თითქმის არა აქვს ადგილი სიცოცხლის გარეგან გამოვლინებებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ორგანიზმების გადარჩენას მკვეთრად არახელსაყრელ პირობებში ( მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, უკიდურესი სიმშრალე და სხვ.). ანაბიოზი შეინიშნება მიკროორგანიზმებში, მცენარეებსა და ცხოველებში. ზოგიერთი მათგანისათვის აღნიშნული პროცესი წარმოადგენს განვითარების ნორმალური ციკლის ერთ-ერთ ფაზას (თესლები,სპორები).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.